Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში არაბთა ლიგის სამიტი მიმდინარეობს


ბაღდადში გაიხსნა არაბთა ლიგის სამიტი. მას შემდეგ, რაც 1990 წელს ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ძალები მეზობელ ქუვეითში შეიჭრნენ, ერაყის დედაქალაქში მსგავსი შეხვედრა პირველად იმართება. არაბთა ლიგის 22 წევრი ქვეყნიდან სამიტზე ბევრი ლიდერი არ ჩასულა - შეხვედრაში ლიდერებით მხოლოდ 10 სახელმწიფოა წარმოგენილი. შეხვედრა ბაღდადის მწვანე ზონაში მიმდინარეობს. სამიტის გასხნისთანავე მწვანე ზონის სიახლოვეს აფეთქების ხმა გაისმა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და უსაფრთხოების სტრუქტურების 100,000 მუშაკია მობილიზებული. სამიტში ქუვეითის შეიხი, საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰიც მონაწილეობს. ის ქუვეითის პირველი ლიდერია, რომელიც ერაყში 1990 წლის მოვლენების შემდეგ ჩავიდა. როგორც ვარაუდობენ, სამიტზე შეიმუშავებენ სირიაში მთავრობისა და ოპოზიციის ძალებს შორის ზავის დამყარების მოწოდებას.
XS
SM
MD
LG