Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში ექვსი მოზარდი დაიღუპა ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად


ჩრდილოეთ სერბიაში ექვსი მოზარდი დაიღუპა ხანძრის შედეგად, როცა ისინი ცეცხლმოდებული ღამის კლუბიდან გამორბოდნენ. ამის შესახებ სერბიის პოლიცია იტყობინება. ხანძარი მოხდა ერთ-ერთ კლუბში ქალაქ ნოვი-სადში. შენობაში 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მას მერე, რაც მათ გაქცევა სცადეს, ჭყლეტა წარმოიშვა. ერთ-ერთი დაღუპულის გვამი ქუჩაში გასასვლელიდან მეტრნახევარში იპოვეს. პოლიციის თანახმად, დაიღუპა სამი ყმაწვილი და სამი გოგონა. ყველანი 17-18 წლის ასაკისანი იყვნენ. ხანძრის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ნოვი-სადში გლოვა გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG