Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სირიის მეგობრებმა" სირიის ეროვნული საბჭო ყველა სირიელის კანონიერ წარმომადგენლად ცნეს


სირიის მეგობრებად წოდებულმა ჯგუფმა სტამბოლში შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ სირიის ეროვნულ საბჭოს ყველა სირიელის კანონიერ წარმომადგენლად ცნობს. კვირას გამართული ერთდღიანი შეხვედრის კომუნიკეში ნათქვამია ასევე, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის მიცემული ვადა, რომელშიც მას გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელთან, კოფი ანანთან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი პირობები უნდა შეესრულებინა, უსასრულო არ არის. კომუნიკე მოუწოდებს ანანს, შეადგინოს შემდგომი ნაბიჯების გეგმა. ასევე კომუნიკე მოუწოდებს სირიის ჯარებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და ძალა არ გამოიყენონ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სტამბოლში დასავლეთისა და არაბული სამყაროს 60-ზე მეტი ქვეყანა მართავს შეხვედრას დამასკზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა ბოლო მოეღოს ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ერთწლიან ძალადობას. რუსეთი, ჩინეთი და ირანი არ ესწრებიან შეხვედრას.
XS
SM
MD
LG