„ამომრჩეველთა ლიგის“ სახელით ცნობილ საზოგადოებრივ მოძრაობას დღეს ახალი წევრები შეემატა, პოლიტიკურ ასპარეზზე ცნობილი რამდენიმე ინდივიდის სახით. მოძრაობაში გაწევრიანდნენ ძმები ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები და ექს-მინისტრები - გოგა ხაინდრავა და გიორგი ყარყარაშვილი. სააგენტო „ინტერპრესსნიუსი“ ლევან გაჩეჩილაძის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აპრილის ბოლოს თბილისში აქციის ჩატარება იგეგმება, სახელწოდებით „თავისუფალი არჩევნებისთვის“. მოძრაობა ერთი თვის წინ შეიქმნა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოკა გუნცაძე აცხაებს, რომ ორგანიზაცია ამ დროისთვის 500-600 ადამიანს აერთიანებს.
ყველაზე პოპულარული
1