პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ფლობს ინფორმაციას "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ურჩია მიმართონ იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს 5 იანვარს მიმართა, საკითხის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილი სამთვიანი ვადა კი, 5 აპრილს იწურება. თუმცა გასულ კვირაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა პარლამენტში გამოსვლისას არ გამორიცხა, რომ ეს ვადა რამდენიმე დღით გახანგრძლივდება, რადგან გარკვეული ხარვეზების გამოსასწორებლად მოქალაქეობის მთხოვნელს 4 დღე მიეცა. ამასთან, ბურჯალიანმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი პასუხს კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ფლობს ინფორმაციას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე
ყველაზე პოპულარული
1