Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი კვლავ აფრთხილებს ირანს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი სერიოზულად მოეკიდოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის დამტკიცებას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა არ ითვალისწინებს ბირთვული იარაღის შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანის მიმართ მეტი ეკონომიკური სანქცია დაწესდება და ის უფრო იზოლირებული აღმოჩნდება დანარჩენი სამყაროსგან. ჰილარი კლინტონმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს თეირანთან დააზუსტოს მოლაპარაკებების განახლების თარიღი, თუმცა, აშშ-ს არ ”აინტერესებს მოლაპარაკებების მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის განახლება”. კლინტონმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიური გზით მოგვარდეს კრიზისი.
XS
SM
MD
LG