Forbes Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ჟურნალს ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს დამახინჯებაში ადანაშაულებს.
რევაზ საყევარიშვილის განცხადებით, აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ, რომელსაც მართალია, ავტორი მითითებული არ ჰყავს, მაგრამ ტექსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ პუბლიკაცია ბიზნესმენთან მისი ინტერვიუს უხეშად დამახინჯებული ვერსიაა. "მომხდარს კიდევ ერთხელ განვიხილავ, როგორც ცენზურის შემდგარ ფაქტს და Forbes Georgia-ს გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ის დამფუძნებელთა მხრიდან თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის უხეშად დარღვევის ნათელ დასტურს”, - ნათქვამია რევაზ საყევარიშვილის მიერ 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ შესაბამისი შეტყობინება უკვე გაეგზავნა Forbes-ის სათავო ოფისს ნიუ-იორკში. რევაზ საყევარიშვილი იტოვებს უფლებას, მიმართოს კანონით დაშვებულ ყველა გზას Forbes Georgia-ს დამფუძნებელთა მოქმედების სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული თვალსაზრისით შესაფასებლად.