Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მეწყერმა ასზე მეტი ჯარისკაცი იმსხვერპლა


პაკისტანის არმიამ დაადასტურა სამწუხარო ინფორმაცია 100-ზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. სამხედრო მოსამსახურეები მეწყერის ქვეშ მოყვნენ სადაო ქაშმირის რაიონში. პაკისტანის არმიის წარმომადგენლის გენერალ ატარ აბასის ინფორმაციით, სტიქიამ დაანგრია სამხედრო ბანაკი, სადაც მთელი დღის განმავლობაში სამაშველო სამუშაოები ტარდება, თუმცა ჯერჯერობით არ არის ზუსტი მონაცემები, თუ მეწყერის ქვეშ მოყოლილი რამდენი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ტრაგედია შაბათს ჰიმალაის მთების აღმოსავლეთ კარაკორამის მონაკვეთზე მოხდა. ინდოეთსა და პაკისტანს, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ ქაშმირის რეგიონზე, უკონტროლო ტერიტორიაზე დაბანაკებული ჰყავთ ათასობით ჯარისკაცი, რომლებიც მამაცურად უმკლავდებიან სუსხიან ტემპერატურას, სხვადასხვა დაავადებებს და ძლიერს ქარებს, რომლებიც ზოგჯერ თვეობით გრძელდება. შაბათს მომხდარი ტრაგედია მეორე ამ წლის განმავლობაში. იმავე ქაშმირის რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერის შედეგად თებერვალში16 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG