Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პაკისტანს დაეხმარება ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნაში


აშშ-მა ისლამაბადში ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა პაკისტანში ზვავში მოყოლილი 135 ადამიანის მოძებნაში დასახმარებლად. ტრაგედია შაბათს დილით მყინვარ სიაჩენის მიდამოებში მოხდა. ზვავმა ერთი კვადრატული კილომეტრი ფართობი მოიცვა, მათ შორის - სამხედრო ბანაკი. თოვლის სიღრმე ზოგიერთ ადგილას 25 მეტრს აღწევს. სამძებრო სამუშაოებში 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. პაკისტანის სამხედრო უწყებას არ გააჩნია ინფორმაცია არიან, თუ არა თოვლის საფარქვეშ ცოცხალი ადამიანები.
XS
SM
MD
LG