Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტია ივანიშვილის გენერალ ლებედის დამფინანსებლად მიიჩნევს


ბიძინა ივანიშვილის უარყოფის მიუხედავად, მას კვლავ გენერალ ლებედის დამფინანსებლად მიიჩნევს საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მისმა გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლეიბორისტები ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც მის მიერ დაფინანსებული გენერალ ლებედის მიერ თბილისში 9 აპრილს ჩატარებული ბარბაროსული აქციისას დაშავდნენ.
XS
SM
MD
LG