Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია-ლიბანის საზღვართან ჟურნალისტი მოკლეს


ორშაბათს გავრცელდა ცნობა, რომ სირია-ლიბანის საზღვართან ახლოს ლიბანელი ჟურნალისტი მოკლეს. როგორც იუწყებიან, ლიბანის ტელევიზიის, ალ-ჯადედის ოპერატორს, ალი შააბანს მაშინ ესროლეს, როცა ის საზღვრის ლიბანის მხარეს იღებდა ვადი ხალედის რეგიონს. გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი საზღვრის მეორე, სირიის მხრიდან გახსნეს. ოპერატორი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ორშაბათს უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის სამხრეთში, სირიელი ლტოლვილების ბანაკში ორი სირიელის და ერთი თურქი თარჯიმნის დაჭრის შესახებ. როგორც იუწყებოდნენ, ცეცხლი იქაც საზღვრის მეორე, სირიის მხრიდან იყო გახსნილი. სირიელი აქტივისტების განცხადებით, ჯარისკაცები ესვრიან მეამბოხეებს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG