Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვიდეო-ხიდშიც ისაუბრეს


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის ვიდეო-ხიდი გაიმართა. ამერიკული მხრიდან კი, ვიდეო-ხიდში ჩართულები იყვნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ტომას მელია და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვიდეო-ხიდის დროს ამერიკის მხრიდან ინტერესის საგანი იყო ძირითადად ადამიანის უფლებები, ასევე, საარჩევნო გარემო, უმცირესობებისა და შრომითი უფლებები. სტუმრები აშშ-ების საელჩოში ელჩმა ჯონ ბასმა მიიღო. მისი განცხადებით, დღევანდელი ვიდეო-ხიდი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მომავალ კვირას დაგეგმილია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით კი, ეს იყო საკმაოდ ინფორმატიული შეხვედრა. მისი თქმით, ამერიკულ მხარეს, ძირითადად, აინტერესებდა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები. "ჩვენ ასევე დავსვით ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკითხი. კერძოდ, იმის თაობაზე, თუ რამდენად აწვდის ხელისუფლება მოსახლეობას ინფორმაციას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
XS
SM
MD
LG