მსოფლიოში რუსეთის პოზიციების გაძლიერება და ურთიერთობის გაძლიერება „ევრაზიულ სივრცეში“, - ეს იქნება რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკის მთავრი პრიორიტეტები, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში საანგარიშო მოხსენების დროს. 4 მარტს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა პუტინმა მისი მუშაობის მთავარ მიმართულებად დაასახელა დემოგრაფიული, სოციალური პრობლემების მოგვარება და „მოსახლეობის შენარჩუნება და განვითარება", - განაცხადა პუტინმა, რომლის თქმითაც, უნდა დაიწყოს ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის განვითარება. ვლადიმირ პუტინის თქმით, ყველა ინიციატივ ასახვას ჰპოვებს „საგზაო რუკაში“, რომელიც პირველსავე საპრეზიდენტო განკარგულებაში იგი ჩამოყალიბებული.
ყველაზე პოპულარული
1