რუსეთის ქალაქ ასტრახანის მერობის ყოფილი კანდიდატის, ოლეგ შეინის, დღევანდელი შთამბეჭდავი გამოსვლა პასუხი იყო იმ შეფასებაზე, რომელიც მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას მისცა რუსეთის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა. ასტრახანის სათათბიროში გამოსვლისას ოლეგ შეინმა, ოპოზიციის - პარტია „სამართლიანი რუსეთის“ - კანდიდატმა ქალაქის მერის არჩევნებში, განაცხადა, რომ განაგრძობს შიმშილობას იქამდე, სანამ დამატებითი არჩევნები არ დაინიშნება. შეინის ეს განცხადება მოჰყვა პროკურატურის დასკვნას, რომ დადგენილი დარღვევები კენჭისყრის შედეგზე ზემოქმედებას არ ახდენს. შეინმა ისიც თქვა, რომ ამიერიდან წვენების მიღებას დაიწყებს, ანუ მიმართავს შიმშილობის უფრო მსუბუქ ფორმას - ეს იმის პასუხად, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვლადიმირ ჩუროვი ვიდეომასალის ნახვაზე დათანხმდა. ოპოზიციამ ეს თანხმობა 4 მარტის არჩევნებზე დარღვევების დასტურად მიიჩნია. ასტრახანის სათათბიროს საგანგებო სესიაზე გამოსვლისას ოლეგ შეინმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვიდან მოვლენილ ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა არჩევნების შედეგების გაუქმებას მოიტანს და რეგიონში კორუფციას ბოლო მოეღება:
„ორშაბათს, 16 აპრილს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და გენერალურ პროკურატურასთან დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ასტრახანში, ბოლოს და ბოლოს, წესრიგი დამყარდეს და ქალაქს დაუბრუნდეს თავისუფლება, რომელიც მას წაართვეს და რომელსაც ქალაქი დაიბრუნებს.“
შეინი 40 წლისაა, ის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატია პარტია „სამართლიანი რუსეთიდან“. 4 მარტის არჩევნებში შეინმა, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 30 პროცენტი მიიმხრო. გამარჯვებულად აღიარეს „ედინაია როსიას“ კანდიდატი მიხაილ სტოლიაროვი. პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერი, სერგეი მირონოვი, ასტრახანში საგანგებოდ გაფრინდა შეინისთვის მხარდასაჭერად. მირონოვი, პრემიერ-მინისტრ პუტინის ხანგრძლივი მოკავშირე, აცხადებს, რომ ამ კრიზისში ის შუამავლად გამოდის. მან თქვა, ჩუროვს პირადად ვთხოვე ვიდეომასალები ენახაო. მირონოვი ფიქრობს, რომ საჭიროა არჩეული მერის მიმართ ნდობის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართოს. „სამართლიანი რუსეთის“ წევრმა დმიტრი გუდკოვმა ჩვენს რადიოს ასტრახანში უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კუთხეშია მიმწყვდეული და სხვა გამოსავალი არ აქვს, თუ არა დაუთმოს შეინს. თუმცა, სოლიდარობის სერიოზული ტალღის მიუხედავად, ცოტა მიმომხილველს თუ სჯერა, რომ მოსკოვი დათმობს და შეინის მიმართ კომპრომისზე წავა. თვითონ პუტინმა, რომელიც სულ მალე დამტკიცდება პრეზიდენტის თანამდებობაზე, გააკრიტიკა შეინის გადაწყვეტილება შიმშილობა დაეწყო და რიტორიკულად იკითხა, რატომ სასამართლოს არ მიმართაო. ოპოზიციას არ სჯერა, რომ ასტრახანის სასამართლო დადებითად გადაწყვეტდა შეინის საჩივარს. ასეთ ფონზე, სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფი 14 აპრილს წარმოადგენს დასკვნას კენჭისყრის თაობაზე, რის შემდეგაც დეპუტატები საკითხს განიხილავენ. ალექსეი მუხინი, პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი, ჯერ კიდევ ხედავს იმის ნიშნებს, რომ კრემლი დაუთმობს ოპოზიციას:
„ასტრახანი რუსეთის მთელი ოპოზიციისთვის გადაიქცევა ხელისუფლებაზე ზემოქმედების ტექნოლოგიის გამოცდის ადგილად. და სანამ კრემლი ასტრახანის პრობლემას უგულებელყოფს ან იტყვის, რომ მისი საქმე არაა, - როგორც პუტინმა განაცხადა, არ ძალმიძს ვითარების შეცვლაო, - სიტუაცია გაუარესებისკენ წავა, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ხელისუფლებისთვის უსიამოვნო ფორმა მიიღოს - დაიწყოს მოქალაქეთა მასობრივი გამოსვლები.“

ასტრახანი რუსეთის მთელი ოპოზიციისთვის გადაიქცევა ხელისუფლებაზე ზემოქმედების ტექნოლოგიის გამოცდის ადგილად ...ალექსეი მუხინი