Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში გლოვა გამოცხადდა


იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში გლოვა გამოცხადდა ხუთი პირის მოკვლის გამო. ქვეყანაში ეთნიკურ ნიადაგზე მღელვარება დაიწყო ადგილობრივი კვიდრ მოსახლეობას, მაკედონიელებსა და ალბანელებს შორის მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ხუთი კაცია, ცნობით, ეთნიკური მაკედონიელები, მოკლული, ჩანს, სიკვდილით დასჯილი, სკოპიეს მახლობლად. მათი გვამები მეთევზეებმა ნახეს. აღელვებულმა მაკედონიელბმა გადაკეტეს გზები არეალში, პოლიცია ცდილობდა თავიდან აეცილებინათ შეტაკებები. ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, იემონ გილმორმა მაკედონიის მთავრობას მოუწოდა პარასკევს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG