Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის მეექვსე სამიტი უშედეგოდ დასრულდა


დასრულდა ამერიკის მეექვსე სამიტი, რომელიც ორი დღე გრძელდებოდა კოლუმბიაში, კარტახენაში. მასში, აშშ-თან ერთად, ამ რეგიონის 31 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ. სულ ორგანიზაციაში 35 სახელმწიფოა გაერთიანებული. სამიტი დასრულდა საბოლოო განცხადების გარეშე, რისი მიზეზიც კუბა იყო. მაშინ, როცა სამხრეთ ამერიკის და კარიბის ზღისპირა თითქმის ყველა ქვეყანა მომხრეა, მომავალ სამიტზე დაპატიჟონ კუბაც, აშშ თვლის, რომ კუბა არ ასრულებს დემოკრატიულ მოთხოვნებს. ასევე საბოლოო განცხადების გარეშე დასრულდა 2009 წელს, ტრინიდადსა და ტობაგოში გამართული სამიტი. კუბა ამ ორგანიზაციიდან 1962 გაირიცხა. აკრძალვა 2009-ში გაუქმდა, მაგრამ კუბამ არ ისურვა უკან დაბრუნება, მას შესაბამისი რეზოლუცია სათანადო თხოვნის წარდგენას ავალდებულებს, რასაც უნდა მოჰყვეს დიალოგი.
XS
SM
MD
LG