Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯულიან ასანჟი დღეს იწყებს ტოკშოუს Russia Today-ზე


ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხ Russia Today-ზე იწყებს ტოკშოუს სახელწოდებით - "მსოფლიო ხვალ". კრემლის მიერ დაფინანსებული ინგლისურენოვანი არხი აცხადებს, რომ წინასწარ არ გაავრცელებს გადაცემის სტუმრების ვინაობას, თუმცა, აანონსებს, რომ პირველი ინტერვიუ წინააღმდეგობრივი იქნება. ასანჟმა განაცხადა, რომ "მსოფლიო ხვალ" შედგება 12 ეპიზოდისგან. ჯულიან ასანჟი ინგლისში შინა პატიმრობაში იმყოფება. მის ექსტრადიციას შვედეთი ითხოვს.
XS
SM
MD
LG