Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსამა ბინ ლადენის ოჯახს პაკისტანიდან დეპორტაცია ელის


პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ოსამა ბინ ლადენის ოჯახს პაკისტანიდან დეპორტაცია ელის. ბინ ლადენის ოჯახი სამი ცოლისგან, 8 შვილისა და ერთი შვილიშვილისგან შედგება. ოჯახის წევრები პაკისტანის პოლიციამ ოსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ, 2010 წლის მაისში დააკავა. ბინ ლადენის ოჯახის დეპორტაცია ოთხშაბათისთვის იგეგმება. მათ უკვე მოიხადეს სასჯელი პაკისტანში არალეგალურად შესვლისა და იქ ცხოვრების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ბინ ლადენის ოჯახის დეპორტაცია საუდის არაბეთში მოხდება.
XS
SM
MD
LG