Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ტრაქტორები სოფლებს, პრობლემები გლეხებს


ამ ორიოდე კვირის წინ, აპრილის დასაწყისში, სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერი პროგრამის ფარგლებში ბელორუსიაში შეძენილი 126 ტრაქტორი საქართველოს რეგიონებში გადანაწილდა. ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მოსახლეობის უკეთ მომსახურების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 12 სერვისცენტრი იმუშავებს. ტრაქტორების ექსპლუატაციისთვის საგანგებოდ გადამზადდა 300 ტექნიკოსი. ახალი ტექნიკის გამოყენება ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში უკვე შესაძლებელია, ”რეგიონალურ მაცნეში” კი დღეს საუბარი გვექნება იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომია სახელმწიფოს მიერ შეძენილი ტრქტორები გლეხებისთვის. გთავაზობთ რეპორტაჟებს გორიდან, ახალციხიდან, რუსთავიდან და თელავიდან.
XS
SM
MD
LG