Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი: დამასკმა კოფი ანანის გეგმის შესრულების პირობა დადო


სირიის ხელისუფლება შეასრულებს სირიაში გაეროს სპეციალური დესპანის, კოფი ანანის გეგმას ამ ქვეყანაში კონფლიქტის მშვიდობიანად რეგულირებისათვის. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ცზეჩიმ განაცხადა სირიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. სირიელი უფლებადამცველების ცნობით, დღეს სამთავრობო ჯარებმა კვლავ დაცხრილეს ქალაქ ჰომსის კვარტლები, რომლებიც მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ იმყოფება. მანამდე სნაიპერმა ამ ქალაქში 6 მშვიდობიანი მოსახლე მოკლა. სულ სირიაში გუშინ 15 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG