Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი - სირიის ხელისუფლება ბოლომდე არ ასრულებს სამშვიდობო გეგმას


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი თვლის, რომ სირიის ხელისუფლება ბოლომდე არ ასრულებს სამშვიდობო გეგმით აღებულ ვალდებულებებს და მისგან კვლავაც მოელიან ”მკაფიო სიგნალს”, რომ ის იცავს მშვიდობას. ბან კი-მუნმა წერილით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს. სირიის ხელისუფლებამ ბოლომდე უნდა გაიყვანოს ჯარი ქალაქებიდან. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, გაეროს მეთვალყურეთა გაფართოებულ მისიაში თავდაპირველად 300-მდე შეუიარაღებელი პირი შევა. ისინი დააკვირდებიან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესრულების პროცესს. დღეს პარიზში ”სირიის მეგობართა ჯგუფის” შეხვედრა გაიმართება. 14 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს სირიის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის პირობას.
XS
SM
MD
LG