Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ახალი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. თიბილოვმა 8 აპრილს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა გამარჯვება. ინაუგურაციას ესწრებოდა რუსეთის სათათბიროს სპიკერი სერგეი ნარიშკინი, რომელმაც სეპარასიტრული რეგიონის ახალ ლიდერს მოსკოვის მხარდაჭერა აღუთქვა. თიბილოვი, რომელიც წარსულში უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, რეგიონის მესამე ლიდერი გახდა მას შემდეგ, რაც 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად რეგიონმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დე-ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა - გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ.
XS
SM
MD
LG