Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი: ეგზიტ-პოლის თანახმად, ლიდერობს ოლანდი


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს ჩატარებული ეგზიტ-პოლის შედეგებით სოციალისტი კანდიდატი, ფრანსუა ოლანდი უსწრებს მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. ხმათა 50 პროცენტის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შესძლო - რაც ნიშნავს, რომ 6 მაისს ამ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება. ეგზიტ-პოლის თანახმად, ოლანდმა ხმათა 28-დან 30 პროცენტამდე მოიპოვა, სარკოზიმ კი 24-დან 27.5 პროცენტამდე. კენჭისყრის წინასწარი შედეგები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. კენჭს სულ ათი კანდიდატი იყრიდა. ოლანდის და სარკოზის მეტოქეებს შორის იყვნენ ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი, მარინ ლე პენი, „მემარცხენე ფრონტის“ კანდიდატი, ჟან-ლუკ მელანშონი და ვეტერანი ცენტრისტი, ფრანსუა ბაირუ. გავრცელებული ცნობებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 80 პროცენტზე მეტმა.
XS
SM
MD
LG