უკრაინაში ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს კოალიცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, კოალიცია აერთიანებს ექვს ორგანიზაციას, მათ შორის პარტია „ბატკივშჩინას“ და „ცვლილებათა ფრონტს“. მოსალოდნელია, რომ კოალიციის საარჩევნო სიას სათავეში მოექცევიან ამ პარტიების ლიდერები, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც ამჟამად პატიმრობას იხდის, და არსენი იაცენიუკი. პარტიები წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კიევში 12 მაისს ჩატარდება გაერთიანებული ოპოზიციის ფორუმი, კოალიციის პროგრამის წარმოსადგენად.
ყველაზე პოპულარული
1