Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედინაია როსიას“ თავმჯდომარეობას პუტინი მედვედევს სთავაზობს


ვლადიმირ პუტინი, რომელიც 7 მაისს ფიცს დადებს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას ჩაიბარებს, აპირებს პარტია „ედინაია როსიის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვას და პოსტს დმიტრი მედვედევს სთავაზობს. პარტიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, დღეს, პუტინმა გაიხსენა, რომ მედვედევი ედგა სათავეში სათათბიროს არჩევნებში ამ პარტიის სიას. ამას გარდა, პუტინი აპირებს მედვედევის კანდიდატურა ქვეყნის პრემირ-მინისტრის თანამდებობაზეც წარადგინოს.
XS
SM
MD
LG