Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტერაქტების საქმეში მსჯავრდებული პირის თხოვნა


თბილისში სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოწყობილი ტერაქტების საქმეში მსჯავრდებული ერთ–ერთი მთავარი ფიგურის, მერაბ ყოლბაიას თხოვნა ხელახალ დაკითხვაზე, რომლის დროსაც მას სურდა გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენების შეცვლა. ყოლბაიას ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენებები მიცემული ჰქონდა „წამების, მუქარის და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ“ და ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, ამ გარემოებების შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი. შემდეგი სასამართლო სხდომა, რომელზეც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოადგენენ, 3 მაისს გაიმართება. სამშაბათსვე ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეში ერთ–ერთი მსჯავრდებული ჯენერი მატკავა, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG