Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ბრუნდება ევროკავშირის დიპლომატების ნაწილი


ბელორუსიაში ისევ ბრუნდებიან ევროკავშირის ელჩები, რომლებმაც თებერვალში დატოვეს მინსკი მმართველი რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ესტონეთის, ჩეხეთის და შვედეთის ელჩებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, რომ ამ კვირაში აპირებენ მინსკში ჩასვლას. ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ გაიწვია ელჩები ბელორუსიიდან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმმა მინსკიდან წასვლა სთხოვა ევროკავშირის ორ ელჩს, რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების გამო. დიპლომატები მინსკში ბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა 15 აპრილს პატიმრობიდან გაათავისუფლა ორი ოპონენტი - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანდრეი სანნიკოვი და მისი თანაშემწე დმიტრი ბონდარენკო. ევროკავშირი რეჟიმისაგან მოითხოვს, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, რომლებიც დააპატიმრეს 2010 წლის დეკემბრის დემონსტრაციებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. დემონსტრაციებზე პროტესტს გამოთქვამდნენ საპრეზიდენტო არჩევნების, ოპოზიციის შეფასებით, გაყალბების გამო.
XS
SM
MD
LG