Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მიემხრო გუბერნატორთა არჩევის განახლებას


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პრეზიდენტის კანონპროექტი გუბერნატორთა არჩევის შესახებ. სახელმწიფო სათათბიროში დამტკიცებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში, კანონი ძალაში შევა 2012 წლის 1 ივნისიდან. კანონპროექტი წარმოადგინა მოქმედმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მას შემდეგ, რაც რუსეთში დაიწყო მასშტაბური დემონსტრაციები, რომლებიც წინ უსწრებდა გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნებს. კენჭისყრის შედეგად, პრეზიდენტად მესამე ვადით იქნა არჩეული ვლადიმირ პუტინი, რომელმაც პრეზიდენტობის წინა ვადის დროს გააუქმა რუსეთის რეგიონების გუბერნატორთა პირდაპირი არჩევნები. კანონპროექტით, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში მოიწონეს, ფედერაციის სუბიექტის ხელმძღვანელს ირჩევენ მოქალაქეები, კანდიდატურას წამოაყენებენ პოლიტიკური პარტიები და დაშვებულია საკუთარი კანდიდატურის წამოყენება. გუბერნატორს ირჩევენ ხუთი წლით, ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით.
XS
SM
MD
LG