Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დამნაშავედ სცნო ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი


ჰააგაში განთავსებულმა საერთაშორისო სასამართლომ სიერა ლეონეში სამხედრო დანაშაულებზე „სისხლის სამართლოს პასუხისმგებლობა“ დააკისრა ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორს. 64 წლის ტეილორი არის აფრიკის სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელიც დამნაშავედ სცნო საერთაშორისო სასამართლომ. ტეილორს წაყენებული ჰქონდა ლიბერიაში და სიერა ლეონეში კონფლიქტების დროს მკვლელობის, გაუპატიურების, ჯარისკაცებად ბავშვების გამოყენების და სხვა ბრალდებები. კონფლიქტებმა 50 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. სასამართლომ ჩარლზ ტეილორი დამნაშავედ სცნო მხოლოდ ზოგი ბრალდების საფუძველზე. თვით ტეილორი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისთვის შეფარდებულ სასჯელს 30 მაისს გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG