Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად ობამა ასახელებს რიჩარდ მორნინგსტარს


აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად ბარაკ ობამა რიჩარდ მორნინგსტარს დაასახელებს. მორნინგსტარი ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საგანგებო წარმომადგენელია ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში. ის ევროკავშირში აშშ-ის ელჩად მსახურობდა 1999-2001 წლებში. რიჩარდ მორნინგსტარი მეთიუ ბრაიზას შეცვლის. ბრაიზამ თითქმის ერთწლიანი ელჩობის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში დატოვა ეს თანამდებობა. ბრაიზას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა აშშ-ის სენატმა, რადგან სომხურ-ამერიკული ლობისტური ჯგუფები და რამდენიმე სენატორი მას ბრალს სდებდნენ პრო-აზერბაიჯანულ მიკერძოებულობასა და აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნებთან საეჭვო კავშირებში.
XS
SM
MD
LG