ყოფილი ბოსნიელი მუსულმანი სამხედრო გახდა პირველი ქალი, რომელიც ომის დანაშაულში სცნეს დამნაშავედ. რასიმა ჰანდანოვიჩმა სარაევოში მიმდინარე სასამართლოზე აღიარა ეთნიკური ხორვატების დახოცვა 1990-იანი წლების ომში. გამომძიებლების თქმით, ჰანდანოვიჩმა 1993 წელს მონაწილეობა მიიღო სამი სამოქალაქო პირის და სამი ტყვის დახვრეტის პროცესში. ბოსნიის ომის შემდეგ ჰანდანოვიჩი აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში, თუმცა დეკემბერში მისი ბოსნია-ჰერცეგოვინაში ექსტრადიცია მოხდა. როგორც ვარაუდობენ, მას შედარებით მსუბუქ სასჯელს შეუფარდებენ - ხუთიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას - იმ შეთანხმების სანაცვლოდ, რომლითაც ის დათანხმდა თავის სამხედრო დანაყოფის სხვა ყოფილი წევრების შესახებ ჩვენებების მიცემაზე.
ყველაზე პოპულარული
1