Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის პოლიცია: ლიბიის ყოფილი მინისტრი დაიხრჩო


ავსტრიის პოლიციის ცნობით, გვამის გაკვეთის შედეგად დადასტურდა, რომ ლიბიის ყოფილი ნავთობის მინისტრი, შუქრი ღანემი წყალში დაიხრჩო. პოლიციის პრესმდივნის, რომან ჰასლინგერის თქმით, ღანემის გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ღანემის გვამი კვირას, მდინარე დუნაიში იპოვეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, მისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს. ჰეისლინგერის მიერ გამოთქმული ვარაუდით, ღანემის სიკვდილი შესაძლოა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია. როგორც იუწყებიან, ღანემმა წინა დღით თავის ქალიშვილს შესჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ჰეისლინგერის თქმით, თვითმკვლელობაზე მიმანიშნებელი წერილი არ უპოვიათ და არც ის მტკიცდება, რომ ღანემს რაიმე საფრთხე ემუქრებოდა. 69 წლის ღანემის წყალში მოტივტივე გვამი კვირას დილით ადრე შემთხვევითმა გამვლელმა აღმოაჩინა.
XS
SM
MD
LG