ერაყის სასამართლო ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის სუნიტ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც დევნილობაში იმყოფება, ბრალი წაუყენეს ექვსი მოსამართლიას და სხვა სერიულ მკვლელობის ორგანიზებაში. ტარიქ ალ ჰაშემი, რომელიც ერაყის მაღალი რანგის სუნიტი პოლიტიკოსია, პროკურატურამ დამნაშავედ სცნო შიიტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ მოქმედი სიკვდილის ესკადრონების შექმნაში. ალ ჰაშემიმ ბაღდადი დატოვა დეკემბერში, როდესაც შიიტების უმრავლესობით წარმოდგენილმა ერაყის მთავრობამ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ალ ჰაშემი ამჟამად იმყოფება სტამბულში და არ აპირებს დაესწროს მის თქმით პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს, რომელიც 3 მაისს გაიმართება.
ყველაზე პოპულარული
1