ეგვიპტის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა კაიროში თავდაცვის სამინისტროსთან მომხდარი შეტაკების შედეგად. დაპირისპირება მოხდა სამინისტროსთან მყოფ დემონსტრანტებსა და დაუდგენელი პირების ჯგუფს შორის. საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო ეგვიპტეში სამხედრო მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. ამასობაში, ეგვიპტის ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, არმიამ შესაძლოა, 24 მაისს, ანუ გეგმაზე ერთი თვით ადრე გადასცეს ძალაუფლება ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, თუ მისი ვინაობა გაირკვევა არჩევნების პირველივე ტურით. ეგვიპტეში 23-24 მაისს იმართება საპრეზიდენტო არჩევნები.
ყველაზე პოპულარული
1