Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ტრიბუნალმმა საქმის განხილვის გადადებაზე უარი უთხრა განსასჯელ მლადიჩს


გაეროს საომარ დანაშაულთა ტრიბუნალმა ჰააგაში უარი უთხრა საქმის განხილვის გადადებაზე ბოსნიელ სერბთა ყოფილ გენერალს, რატკო მლადიჩს. მლადიჩი ეჭვმიტანილია კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ბოსნიის ომის დროს, 1992-1995 წლებში. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლო დაიწყება როგორც დაგეგმილი იყო, 16 მაისს. მლადიჩის ადვოკატმა სამი თვით ითხოვა განხილვის გადადება. მლადიჩს, სხვათა შორის, ბრალად ედება მონაწილეობა სრებრენიცაში რვა ათასი მაჰმადიანი მამაკაცის დახოცვაში.
XS
SM
MD
LG