ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან ახლოს, სოფელ ყარაღაჯში იყო. მიწისქვეშა ბიძგები საგრძნობი იყო თბილისშიც. საქართველოს ტერიტორიაზე ნგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ყველაზე პოპულარული
1