Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სპეცსამსახურებმა ალ ყაიდის სავარაუდო ტერაქტი აღკვეთეს


თეთრი სახლი ადასტურებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს ტერაქტის გეგმა, რომელსაც იემენში ალ ყაიდის მოიერიშეები ამზადებდნენ. მედიის ინფორმაციით, დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველოს თანამშრომლებმა ხელთ იგდეს ბომბი, რომელიც ანალოგიურია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობისა, რომლის აფეთქებასაც 2009 წელს დეტროიტისაკენ მიმავალი თვითმფრინავის სალონში ცდილობდა თვითმკვლელი უმარ ფარუკ აბდულმუტალაბი. ამჟამინდელი სავარაუდო თვითმკვლელზე დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ტერაქტის აღკვეთის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ განაცხადა, რომ სპეცსამსახურებმა სიფხიზლე არც შემდგომში არ უნდა მოადუნონ. „აშშ-ი მონაწილეობას ღებულობს რამდენიმე ოპერაციაში ალ ყაიდისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ. აღნიშნული ინცინდენტი მოწმობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე იმათ მიმართ, ვინც ჩვენს წინაშე შეთქმულებას გეგმავს.“
XS
SM
MD
LG