Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ყოფილი მეამბოხეები მთავრობის შენობას დაესხნენ თავს


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, ყოფილი მეამბოხეების ჯგუფი, სამშაბათს სამთავრობო შენობას დაესხა თავს. თავდამსხელები მოითხოვდნენ გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურებას. სხვათა შორის ისინი მოითხოვდნენ ასევე უცხოეთში მათი თანამებრძოლების, მეამბოხეების მკურნალობას, რომლებიც მუამარ კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიჭრნენ. ლიბიის ოფიციალური ცნობით, პირები, რომლებიც კადაფის ჩამოგდებისთვის იბძოდნენ, მონაწილეობდნენ, მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაში, შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია. მის შემდეგ სროლა კვლავ ისმოდა. მთავრობის ცნობით, დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, არაერთი პირი დაშავდა. მთავრობის წარმომადგენლები არ დაზარალებულან.
XS
SM
MD
LG