Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ვიზიტორთა რიცხვის სწრაფ ზრდაზე ლაპარაკობს


”მე არ ვიცი სხვა ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტურიზმი იზრდება ასეთი რაოდენობით, როგორც ეს არის საქართველოში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 მაისს ბათუმში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუკი მისი პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე საქართველოში სულ რაღაც 120 ათას ვიზიტორს ითვლიდნენ, 2010 წელს ვიზიტორების რიცხვმა - 2 მილიონს, ხოლო 2011 წელს 3 მილიონს მიაღწია. პრეზიდენტის პროგნოზით, წელს საქართველოში 4 მილიონამდე ვიზიტორს ელოდებიან, ხოლო მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 5 მილიონამდე გაიზრდება. კონფერენციაზე შეკრებილი დაახლოებით 40 ქვეყნის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს განახლებული ქალაქებისა და კურორტების პერსპექტივაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში არის ”ყველაზე თანამედროვე სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მსოფლიოში” და ”ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ბიუროკრატია მსოფლიოში”.
XS
SM
MD
LG