Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრები მოუწოდებენ საბერძნეთს რეფორმების გაგრძელებისკენ


ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთს მოუწოდებენ მომჭირნეობის რეფორმების კურსის შენარჩუნებისკენ. ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეკრების - ”ევროგრუპის” თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ის ”კატეგორიულად ეწინააღმდეგება” საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებას და ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს საბერძნეთის ევროზონაში დასატოვებლად. თუმცა, იუნკერმა აღნიშნა ისიც, რომ საბერძნეთს სჭირდება ”სრულფასოვნად მოქმედი მთავრობა”. ”ევროგრუპის” შეკრება ორშაბათს 5 საათს გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG