Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციას მოსკოვში საპროტესტო ბანაკის აღება უბრძანეს


მოსკოვში ოპოზიციის აქტივისტები მსჯელობენ იმაზე, თუ სად დადგან საკუთარი ბანაკი, რომლის ჩისტოპრუდნის ბულვარიდან აღების დადგენილებაც სასამართლომ გამოიტანა. შესაძლო ვარიანტებს შორის სახელდება ადგილი კარლ მარქსის ძეგლის გვერდით ანდა ძველ არბატზე. აქციის მონაწილეებთან მივიდნენ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ილია პონომარიოვი და დმიტრი გუდკოვი, მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი ილია იაშინი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი. „სუფთა არჩევნების“ მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია მოსკოვში ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასზე ყოველ საღამოს ათასამდე კაცი იყრიდა თავს. სასამართლო სხდომაზე მერიის თანამშრომელმა აქციის შედეგად მოსკოვისათვის მიყენებული ზარალი 20 მილიონ რუსულ რუბლად შეაფასა. სასამართლოს დადგენილება ბანაკის ლიკვიდირების თაობაზე ძალაში შესვლისთანავე უნდა შესრულდეს. მისი გასაჩივრებისათვის აქციის ორგანიზატორებს ერთთვიანი ვადა აქვთ.
XS
SM
MD
LG