Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა მიიღო ნატოს სამიტზე მიპატიჟება


პაკისტანის პრეზიდენტი, ასიფ ალი ზარდარი დაესწრება ნატოს სამიტს ჩიკაგოში, მომავალ შაბათ-კვირას. ნატომ გამოაცხადა, რომ მიიწვია ზარდარი სამიტზე, რითაც ბოლო მოეღო სპეკულაციას, რომ შეიძლებოდა ისლამაბადი ჩიკაგოში არ მიეწვიათ ნატოს ჯარის მიერ შარშან პაკისტანელი სამხედროების დახოცვის გამო ურთიერთობის გაუარესების მიზეზით. ვაშინგტონში პაკისტანის საელჩოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზარდარი 20-21 მაისის სამიტს დაესწრება.
XS
SM
MD
LG