Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში 30%-ით შეამცირეს პრეზიდენტისა და მინისტრების ხელფასები


საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და მისმა სოციალისტურმა მთავრობამ გადაწყვიტეს სახელმწიფოს ლიდერისა და მინისტრების ხელფასების 30%-ით შეკვეცა. ხუთშაბათს, მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა განაცხადეს, რომ მუშაობა დაიწყეს საკუთარი შემოსავლების შემცირებითა და ეთიკის ქარტიაზე ხელმოწერით, რითაც ივალდებულეს ნაკლები ფულის დახარჯვა მოგზაურობაში და თავიანთი სამინისტროების საჭიროებებისათვის. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოლანდმა პირობა დადო, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, თავის ხელფასს შეამცირებდა. მისგან განსხვავებით, ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 170%-ით, თვეში 19 000 ევრომდე გაიზარდა ხელფასი.
XS
SM
MD
LG