დღეს იწყება სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ აქციების გაყიდვა. ისინი განთავსებულია აქციათა ფასების დიაპაზონის ზედა საზღვართან: ინვესტორები მზად არიან თითო აქციაში 38-მდე დოლარის გადასახდელად. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ „ფეისბუკის“ ღირებულება 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც ინტერნეტ-კომპანიის საბაზრო ღირებულების უმაღლესი მაჩვენებელია. საფინანსო ბირჟაზე აქციების გატანის შედეგად, „ფეისბუკის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, 28 წლის მარკ ზუკერბერგის ქონება 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს. „ფეისბუკს“, რომელიც რვა წლის წინ დაარსდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ამჟამად მთელს მსოფლიოში 900 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.
ყველაზე პოპულარული
1