Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გამოვიდა მოწოდებით, მოხსნილ იქნეს მისთვის დაწესებული სანქციები


შაბათს ირანი გამოვიდა მოწოდებით, თეირანისთვის მოხსნილ იქნეს მისი ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკებაზე, რომელიც ბაღდადში გაიმართება მომავალ კვირაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რამინ მეჰმანპარასტმა სამთავრობო გაზეთ „ირანს“ განუცხადა, რომ სანქციების მოხსნა „პირველი ნიშნები“ იქნება იმისა, რომ დასავლეთი ცვლის თავის „არასწორ“ მიდგომას ირანისა და მისი ბირთვული პროგრამის მიმართ. ამავე დროს ირანი მიესალმა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანს ესტუმრება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი-აკბარი სალეჰიმ თქვა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის, იუკია ამანოს ვიზიტი „კარგი ნიშანია“ და რომ თეირანს იმედი აქვს, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ირანის ბირთვული პროგამის თაობაზე შეკითხვებისთვის ნათელის მოფენას.
XS
SM
MD
LG