საფრანგეთის სამხრეთში ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა შაბათს გამართული საავტომობილო რბოლის დროს. დაზარალებულთა შორის არიან ბავშვები. შეჯიბრი ტარდებოდა ქალაქ პლან-დე-ლა-ტურის რაიონში. წინასწარი მონაცემებით, სპორტული მანქანის პილოტმა შეცდომა დაუშვა: მან ტრასაზე მარჯვნივ არ მოუხვია და პირდაპირ მაყურებლებს შეეჯახა. თავად პილოტი მსუბუქად დაშავდა. განიხილება მისი დაპატიმრების საკითხი. საფრანგეთის ახალგაზრდობის საკითხებისა და სპორტის მინისტრმა ვალერი ფურნეირონმა განაცხადა, რომ ტრაგედია სერიოზულ კითხვას ბადებს საავტომობილო შეჯიბრებების დროს მაყურებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1