Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიკაგოში მუშაობა დაიწყო ნატოს სამიტმა


კვირას შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში ნატოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. ალიანსის 28 წევრი ქვეყნის ლიდერები მსჯელობენ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ავღანეთიდან 2014 წელს უცხოური ჯარების გასვლის შემდეგ. გასულ კვირაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, 2014 წლის შემდეგ ნატო გააგრძელებს ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნას, ხელშეწყობას და რჩევით დახმარებას. ნატოს სამიტის დღის წესრიგშია ასევე ჩრდილოატლანტიკური კავშირის გეგმები ევროპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის თაობაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს სისტემა გაანეიტრალებს მის საკუთარ ბირთვული დაშინების სისტემას.
XS
SM
MD
LG