Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის საკითხზე შეთანხმდნენ სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელები


20 მაისს ჩიკაგოში მყოფი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დავალებით, ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელები დავით გარეჯში შეხვდნენ ერთმანეთს და, როგორც საქართველოს შსს იუწყება, შეთანხმდნენ, რომ ”საქართველო -აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად მოხდება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტების დაშვება. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება რომ ვიზიტორები არ გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში”.
XS
SM
MD
LG