ცნობების თანახმად, მოსკოვში მოკლეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე.
რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა. რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს 2004 წელს. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.