Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საკომპიუტერო ვირუსის შექმნისთვის რუსეთის მოქალაქე გაასამართლეს


სომხეთის დედაქალაქ ერევანში რუსეთის 27 წლის მოქალაქე გაასამართლეს და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება კიბერ დამნაშავეობრივი დაჯგუფების შექმნა, რომელმაც შექმნა საკომპიუტერო ვირუსი. გეორგი ავანესოვის ჯგუფის მიერ შექმნილმა ვირუსმა 30 მილიონი კომპიუტერი დააზიანა. ის ნიდერლანში მომუშავე სერვერიდან ვრცელდებოდა. ავანესოვი 2010 წელს დააკავეს ერევნის აეროპორტში.
XS
SM
MD
LG